en
ge

სსო-ები ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვნის მკვლელობების საქმის გამოძიების პროცესზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ ეხმიანებიან ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ჩატარებულ და მიმდინარე გამოძიების პროცესს.
„ხორავას ქუჩის საქმე აღმოჩნდა ის ეპიზოდი, რომელმაც სისტემური და კომპლექსური პრობლემები განსაკუთრებული მასშტაბებით გამოავლინა და მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი გახდა. ამ დრომდე, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, საზოგადოებაში რჩება განცდა, რომ გამოძიების პროცესის გამრუდებაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა არ მომხდარა
ამ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის მიერ გაწეული ძალისხმევა. სახალხო დამცველმა საქმის დეტალური შესწავლის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გამოძიების მწარმოებელ პირთა ქმედებების, დიდი ალბათობით დანაშაულებრივ ხასიათზე მიუთითა. ამ ყველაფრის მიუხედავად, საქმესთან დაკავშირებით კვლავ გვრჩება კითხვები, რომლებზეც, მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ამომწურავი პასუხი უნდა გაგვცენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)