თბილისი. 24 ივლისს, სასტუმრო „იოტაში", გაიმართა შეხვედრა თემაზე: „სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში".
„შეხვედრის მონაწილე იურისტებმა საქართველოს ამჟამინდელ კანონმდებლობაში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ქალებიც, რომლებსაც ყოფილი ქმრებისა თუ პარტნიორებისგან ძალადობის მძიმე გამოცდილება გააჩნიათ – ნინო თასოშვილი, დეა გოშხეთელიანი, ელენა ბლაგოდარნაია”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: sapari.ge