კახეთი. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის" თელავის წარმომადგენლობაში, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და დაინტერესებულ პირებს საკუთარი გამოცდილება „თეთრი ხმაურის მოძრაობისა" და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლებმა გაუზიარეს.
შეხვედრის თემა იყო სამოქალაქო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება. შეხვედრაზე სპიკერებმა დეტალურად განიხილეს არსებული ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად სამოქალაქო კამპანიის მაგალითი და დამსწრეების კითხვებს უპასუხეს.
წყარო: https://www.facebook.com/Centers.ge/posts/803793519828224