en
ge

ქალის როლი

იმერეთი. ბიოლის ფონდის რიგით მეორე დებატი დისკუსიის ფონზე წარიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ქართულ რეალობაში ქალის როლზე ისაუბრეს. აგრეთვე აქცენტი გაკეთდა ქალის ჩაგვრის, საზოგადოებაში მისი მეორე პლანზე გადაწევის ტენდეციებზე. გამოიკვეთა აზრი, რომ მსგავსი რეალობის შეცვლის ერთ- ერთი საშუალება ქალის მიერ ეკონომიური დამოუკიდებლობის მოპოვებაა. ქალის ფუნქციებთან, მის საზოგადოებრივ აქტიურობასთან, პოლიტიკაში ჩართულობასა და ზოგადად, თვითრეალიზაციასთან დაკავშირებით შეხვედრაზე განსხვავებული მოსაზრებები ისმოდა. 
შეხვედრას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი მასპინძლობდა, სადაც ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა საზოგადოებრივად აქტიური პირები შეიკრიბნენ.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)