თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) განცხადების საფუძველზე სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა, რათა საქართველოს მთავრობის N145 დადგენილებაში განეხორციელებინა ტერმინთა მოდიფიცირება.
„25 ივლისს, სახალხო დამცველმა ორგანიზაციას წერილობით აცნობა, რომ მოპასუხე მხარემ აღნიშნულ დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და ტერმინები „ჯანმრთელი ბავშვი" და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი" ჩანაცვლდა ტერმინებით „ბავშვი" და „განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი", რითაც აღმოიფხვრა სავარაუდო დისკრიმინაციის შედეგები”, ნათქვამია ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com