აჭარა. 26 ივლისს, EWMI ACCESS-ის და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის" ინიციატივით, ბათუმში გაიმართა კონფერენცია. შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რასაც მშენებლობების მზარდი რაოდენობა ქალაქ ბათუმის უნიკალური ისტორიული იერსახის და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უქმნის.
„კონფერენციის მონაწილეებმა შეაფასეს ბათუმის ურბანული განვითარების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ისაუბრეს იმ მიდგომებზე, რაც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სამომავლოდ უნდა გატარდეს ბათუმის ისტორიულ იერსახის შენარჩუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის.
კონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ბათომი" ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც EWMI ACCESS-ის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბათუმში ისტორიული ქალაქის ადეკვატური, ძეგლთა დაცვაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას. პროექტის ფარგლებში ჩატარდება როგორც საუკეთესო გამოცდილების, ასევე არსებული პრაქტიკის კვლევა და ანალიზი, და მომზადდება რეკომენდაციები ისტორიული ქალაქის მართვის საუკეთესო მიდგომების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ewmi-access.org