en
ge

შეხვედრა დედოფლისწყაროში ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ

კახეთი. 31 ივლისს, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) იურისტებმა, სოფიკო მენაბდიშვილმა და ქეთევან კოპალიანმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თანამშრომლებთან, სოციალურ მუშაკებთან და მხარდამჭერებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. იურისტებმა შეხვედრაზე ქმედუნარიანობის რეფორმასა და მხარდამჭერის უფლება-მოვალეობის შესახებ ისაუბრეს.
„მოხსენებისას ყურადღება გამახვილდა იმის შესახებ, თუ რა ფუნდამენტურ პრინციპებს ემყარება მხარდამჭერის ინსტიტუტი, როგორია მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღები პირის უფლება-მოვალეობები, როგორ განსაზღვრავს სასამართლო მხარდაჭერის ფარგლებს და რა სახის წინააღმდეგობებს აწყდებიან მხარდაჭერის მიმღები ადამიანები ახალი რეფორმით გათვალისწინებული ქმედუნარიანობის უფლების პრაქტიკულ რეალობაში განხორციელებისას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023