en
ge

პრეზენტაცია: კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამგანზომილებიანი გრაფიკა

აჭარა. 3 აგვისტოს, აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა პრეზენტაცია თემაზე - „კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამგანზომილებიანი გრაფიკა".
"პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და მოადგილე თეონა ბერიძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მირზა ცეცხლაძემ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამგანზომილებიანი გრაფიკის პირველი ნიმუში წარადგინა. სააგენტოს მიერ შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამგანზომილებიანი გრაფიკა, რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს საინფორმაციო ბაზას და მოიცავს ძეგლების არსებული მდგომარეობის ამსახველ სრულ ვიზუალურ და გრაფიკულ ინფორმაციას. აღნიშნული რესურსი ერთდროულად მოემსახურება სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიზნებს და გამოყენებული იქნება როგორც მტკიცებულება და არქიტექტურული პროექტების შემადგენელი ნაწილი", ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: აჭარის ა.რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)