სამეგრელო. არასამთავრობო ორანიზაცია „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" ორგანიზებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა 15 მარტს, ზუგდიდში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სადაც დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო. სტრატეგია ორდონიანი, მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მინისტრის მოადგილის განცხადებით, რეფორმის მიზანი მოსახლეობის თვითმმართველობასთან სიახლოვე და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი მონაწილეობაა.
მინისტრის მოადგილემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.