თბილისი. 2018 წლის იანვარში, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა კვლევა „ადამიანის უფლებები სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ჭრილში: ქვეყნის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება".
„აღნიშნული კვლევა აფასებს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და ხარვეზებს არა მხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ადამიანის უფლებათა სფეროში, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის, კანონმდებლობისა და პოლიტიკის, ბიუჯეტირებისა და დაფინანსების, ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისა და ხელმისაწვდომობის, კომპენსაციისა და ანაზღაურების საკითხებს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კონტექსტში", ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge