en
ge

www.csogeorgia.org კვირეული დასავლეთ საქართველოში

12–დან 15 მარტის ჩათვლით დასავლეთ საქართველოს ოთხ ქალაქში: ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და ოზურგეთში გაიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პორტალის –  www.csogeorgia.org– კვირეული. პორტალი შეიქმნა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობისა და ასევე ფართო საზოგადოებისთვის მათი საქმიანობის შესახებ ინფორაციის მიწოდების მიზნით. იგი შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისა და ფონდ „ღი საზოგადოება – საქართველოს" პარტნიორობით, ასევე ფონდ EED–ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.კვირეულის ფარგლებში ჩატარებული პრეზენტაციების მიზანს წარმოადგენდა ფართო საზოგადოებისთვის პორტალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. ასევე, უშუალოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, დაინტერესებული პირებისა თუ სტუდენტებისგან  ახალი წინადადებების მოსმენა, რომელიც ხელს შეუწყობს პორტალის მუშაობასა და პოპულარიზაციას. შეხვედრებს ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე სტუდენტები და დაინტერესებული მოქალაქეები.საქართველოს ოთხ ქალაქში კვირეულის თანაორგანიზატორი იყო დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)