en
ge

PHR-მა მარტყოფის პანსიონატში არსებული პრობლემებზე სახელმწიფო უწყებებს მიმართა

თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) აქვეყნებს ბლოგპოსტს მარტყოფის პანსიონატში არსებული პრობლემების შესახებ. ორგანიზაციამ უკვე მიმართა სახელმწიფო უწყებებს.
„პანსიონატის მაცხოვრებლებთან საუბრისას გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა. ერთ-ერთმა მხარდაჭერის მიმღებმა პირმა აღნიშნა, რომ ეზღუდება კუთვნილი დაგროვილი პენსიის გამოყენების უფლება, რასთან დაკავშირებითაც PHR-მა ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს" მიმართა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში მცხოვრები ადამიანებისთვის „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი" ყოველწლიურად უზრუნველყოფს დასვენებას სამთო და საზღვაო კურორტზე. როგორც პანსიონატის მაცხოვრებლებმა იურისტებთან საუბრისას აღნიშნეს, საზღვაო კურორტზე დასვენების მსურველ ეტლით მოსარგებლე პირებს უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ სასტუმროები არ იყო ადაპტირებული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023