en
ge

თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დადგინდა

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას დახმარების თხოვნით მომართა მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირმა. მისთვის შეზღუდული იყო გარემოსთან კომუნიკაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, რომლითაც დადგინდა ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესი.
"აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს სახალხო დამცველს, იმ დასაბუთებით, რომ განხორციელებული ცვლილებებით ირღვეოდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-9 მუხლი, რომელიც სახელმწიფოებს ავალებს უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, ასევე საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურებების თანაბარი მისაწვდომობა როგორც ქალაქის, ასევე სოფლის პირობებში.
მოცემულ საქმეზე სახალხო დამცველის მიერ დადგინდა საკრებულოს მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი შესაძლებლობის შეზღუდვის ნიშნით. სახალხო დამცველის შეფასებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა იმ პირისათვის სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლების ჩამორთმევა, რომლებსაც შეუძლიათ მანქანის მართვა, წარმოადგენდა არაპროპორციულ ღონისძიებას. ასევე ვერ დადგინდა შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანიც, რომელიც დამყარებული იქნებოდა შესაბამის სამედიცინო კვლევებსა თუ დაკვირვებებზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023