en
ge

სახალხო დამცველი - ძებნაში მყოფი პირების ამნისტიის უფლების შესახებ

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილება „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონში, რათა ძებნაში მყოფ პირებს ამნისტიის უფლებით, ყველა სხვა სუბიექტთან თანასწორ საფუძველზე, სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი ითხოვს, „სისხლის სამართლის კოდექსში" განისაზღვროს პროცედურა, ყველა კატეგორიის პირის მიმართ ამნისტიის კანონის გამოყენების თაობაზე.
რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ამნისტიის სამართლებრივ ბუნებაზე და მიუთითა, რომ აღნიშნული უფლება წარმოიშობა პერიოდულად, სახელმწიფოს მიერ მიღებული სპეციალური კანონის მეშვეობით, შესაბამისად, ამნისტიის უფლების მატარებელია ყველა ის პირი, ვინც ობიექტურად მოექცევა შესაბამისი „ამნისტიის შესახებ" კანონის მოქმედების სფეროში.
სრულად 
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)