თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის რისკების შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვას.
„საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ რისკის შეფასებისა და მონიტორინგის მექანიზმის დანერგვა ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე ეფექტურ რეაგირებას, მათ შორის, სისტემური ხასიათის პრობლემების აღმოფხვრას და პოზიტიურად აისახება გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) პრევენციაზე", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი