კახეთი. 18 მარტს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ერთობლივი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სამოქალაქო სექტორმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მასმედიის წარმომადგენლებმა.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელა.
შეხვედრის მთავარ თემას საჯარო მოხელეთა სამსახურებიდან განთავისუფლების ფაქტები წარმოადგენდა.
შეხვედრის ორგანიზატორებმა საზოგადოებას ადგილობრივ თვითმმართველობებში არჩევნების შემდგომი პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარუდგინეს.