თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC), სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საკითხებზე გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოსის საქართველოში ვიზიტისათვის, წარადგინა ანგარიში ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
დოკუმენტი აფასებს ლგბტ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საკანონმდებლო და პოლიტიკის ცვლილებებს სამი ძირითადი მიმართულებით: ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა, სოგი-ს ნიშნით სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა. ამასთან, იგი მოიცავს ინფორმაციას ლგბტ ადამიანების უფლებადარღვევათა კონკრეტული ფაქტების შესახებ და განიხილავს, 2012 წლიდან დღემდე, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო დღის (IDAHOT) აღნიშვნისა და ლგბტ თემის მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი