კახეთი. ევროკავშირის პროექტის - „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი" (N4ED) - ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციამ, კაჭრეთში, ტრენერთა ტრენინგი გამართა.
ევროკავშირის ექსპერტებმა ღონისძიებაზე ევროკავშირში ადგილობრივი და რეგიონული, თემზე დაფუძნებული განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრეს და ქართულ მხარეს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. შეხვედრის მონაწილეებმა პროექტის - „ეფექტიანობისა და განვითარების ქსელი" - მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი, მისი კომპონენტები განიხილეს და იმსჯელეს საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის, მუნიციპალიტეტების როლის, ასევე, იმ მეთოდოლოგიის დანერგვის გზების თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს თემის განვითარების პროცესს.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში