16 მარტს იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდსა და რომუალდო დელბიანკოს ფონდს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შედეგად, დაიგეგმება ერთობლივი, საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტები, როგორც საქართველოში, ასევე იტალიაში. რომუალდო დელბიანკოს ფონდი პროექტებს მსოფლიოს 77 ქვეყანაში ახორციელებს, თანამშრომლობს 500-ზე მეტ სამეცნიერო და კულტურულ დაწესებულებასთან.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში