თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) ჟურნალ „ლიბერალის” რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილის ცემის ფაქტს ეხმაურება.
„მისი თქმით, 15 სექტემბერს მას 5-7 პირი მოულოდნელად დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიება დაწყებულია ძალადობის მუხლით", - აცხადებს TI, - „საქმის მიმართ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს თავდასხმის სრულყოფილი გამოძიება და გაეცეს საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებს პასუხი იმის შესახებ, თუ რამდენად უკავშირდება ეს შემთხვევა მის ჟურნალისტურ საქმიანობას”.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში