თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის ღია მიმართვას ავრცელებს.
„წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარი კანონდარღვევების დროული გამოვლენისა და მათზე სამართლებრივი რეაგირების მიზნით, გვსურს შემოგთავაზოთ ურთიერთთანამშრომლობა, რათა შესაბამისი რეაგირების გარეშე არ დარჩეს შესაძლო კანონდარღვევის ფაქტები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. დროული და დადასტურებული ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საია-ს ექნება შესაძლებლობა, შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს საკითხს და კვალიფიციური კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მსურველს. მიგვაჩნია, რომ ამგვარი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს დემოკრატიულობისა და სამართლიანობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ყველა იმ სუბიექტის ინტერესში შედის, ვისაც საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს", - ვკითხულობთ მიმართვაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი