თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) განცხადება გაავრცელა, რომელშიც დაფიქსირებულია პოზიცია თანამდებობის პირის პერსონალური მონაცემების ღიაობის შესახებ.
„პირველ რიგში, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კერძო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშრებით ადმინისტრაციულ ორგანოში (ამ შემთხვევაში თვითმმართველობაში) დამუშავებული ინფორმაციის გავრცელება ლახავს მოქალაქის კანონიერ უფლებებს. თუმცა ჩვენ ვერ დავეთანხმებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია თანამდებობის პირთა პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: idfi.ge