en
ge

ადამიანის უფლებების სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების მონიტორინგის ანგარიშის კვლევა

თბილისი. „საფარმა" ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის ანგარიშში (2016-2017 წწ), „გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების" საკითხები იკვლია.
„გეგმის მიღმა არის დარჩენილი რიგი მწვავე საკითხები. სამოქმედო გეგმა არ შეიცავს ჩანაწერს დროებითი ზომების შესახებ, რომელიც ემსახურება ქალების თანაბარი მონაწილეობის დაჩქარებას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და სხვა სფეროებში. საქმიანობები შემოიფარგლება უმეტესად ანალიზისა და კვლევების ჩატარებით. აღნიშნული კი, არ არის საკმარისი ქალებისა და მამაკაცებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. კვლავ პრობლემად რჩება შრომით ურთიერთობებში არსებული დისკრიმინაციული მიდგომა. სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირებას, ქალთა აუნაზღაურებელი შრომისა და უთანასწორო ანაზღაურების საკითხს.
გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს უმეტესად აქვთ დასრულებული/შესრულებული სტატუსი, თუმცა მხოლოდ წარმოდგენილი აქტივობების შესრულება ვერ უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის მიზნების განხორციელებას და გენდერული თანასწორობის მიღწევას", ნათქვამია მოკლე მიმოხილვაში.
სრულად...
წყარო: sapari.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)