თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან თანამშრომელთა გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა. საია მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი სამი თანამშრომლის მიმართ ადგილი აქვს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევას. „ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კანონის შეცვლაზე უფრო მნიშვნელოვანი არის კანონთან დამოკიდებულების შეცვლა. თუ დამსაქმებელმა (და განსაკუთრებით იმან, ვინც ცუდი კანონის შეცვლის კარგი ინიციატივით გამოდის) ყოველდღიურ ქმედებებში განუხრელად არ დაიცვა კანონი, მაშინ საკანონმდებლო ცვლილებებს ნაკლები ეფექტი ექნება. ვერანაირი ნორმა ვერ გახდება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი, თუ პირებმა, რომლებსაც ამ ნორმების დაცვა ევალებათ, სათანადო გულისხმიერება არ გამოიჩინეს", ნათქვამია განცახდებაში.
წყარო: gyla.ge