en
ge

რუსუდან გოცირიძე: როგორ შეიძლება ღმერთი ფემინისტი იყოს?

თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო აქვეყნებს რუსუდან გოცირიძის ბლოგპოსტს: როგორ შეიძლება ღმერთი ფემინისტი იყოს?
„ვფიქრობ, რომ ფემინიზმი, ისევე, როგორც ადამიანის უფლებები, ისევე, როგორც კანონები, და როგორც ათი მცნება - არის კაცობრიობის ყავარჯნები. იმიტომ, რომ დამსხვრეული ადამიანები ვართ და თუ დამხმარე ინსტრუმენტი არ მივაშველეთ ჩვენს თანაცხოვრებას, ერთმანეთს დავერევით.
არა და, ეს სამყარო ხომ სიყვარულისა და ჰარმონიისა უნდა ყოფილიყო? აბა, როგორ შეიძლება მოყვარულ და სამართლიან ღმერთს მივაწეროთ ისეთი ჩანაფიქრი, სადაც მამას ათი შვილიც რომ ჰყავდეს, თავს უშვილოდ თვლის, ვიდრე ვაჟი არ გაუჩნდება? ან, როცა ნაცემ და სიკვდილის პირას მყოფ ქალს ეუბნებიან, რომ უნდა მოითმინოს, რადგან ავია თუ კარგია - ქმარი ქმარია და მისი თავია ისევე, როგორც ჯვარცმული ქრისტეა ეკლესიის თავი? ან ის, რომ ტაქსის მძღოლის მიერ ნაცემი და გაუპატიურებული ახალგაზრდა გოგო ყოფილა დამნაშავე იმაში, რაც თავს დაატყდა", ნათქვამია ბლოგპოსტში.
სრულად...
წყარო: www.feminism-boell.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)