თბილისი. სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ განცხადება გაავრცელა. „ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილი სამართალდამცავი მსჯავრდებულების, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსების ადგილას, მათ გვერდით 20-30 მეტრში სასჯელს იხდიდნენ მძიმე დანაშაულში მსჯავრდებული პატიმრები და ქურდული სამყაროს წევრები. ვაპროტესტებთ ამ გადაწყვეტილებას, რომელიც უხეშად არღვევს კანონს პატიმრობის შესახებ.
მივმართვათ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს უმოკლეს ვადაში მოახდინოს აღნიშნული პატიმრების სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. ასევე მივმართავთ შესაბამის სამინისტროს რათა შეიქმნას მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც შევა ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი სხვა არასამთავრობოებთან ერთად, რათა შემდგომში თავიდან იქნას აცილებული ყოფილი სამართალდამცავთა კანონიერი უფლებების დარღვევა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში