იმერეთი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, ზესტაფონის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ ასრულებს.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია, იამზე მარაქველიძისა და ნინო ნიკაჭაძის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას და საფრთხეს უქმნის საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში