en
ge

ტრენინგების ციკლი სამოქალაქო მონიტორინგისა და ინტერესთა დაცვისათვის

კახეთი. 19 მარტს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასიციაცია" კახეთის რეგიონის სამოქალაქო ორგანიზაციებისა და სათემო ჯგუფებისთვის გამართა ტრენინგების ციკლი – „მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგი და სამოქალაქო ინტერესთა დაცვა".
გიორგი ბოკერია, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციის თავჯდომარე: „ეს არის ტრენინგების ციკლის ნაწილი, რომელიც დაფინანსებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ. სულ დაგეგმილია ასეთი ტიპის 3 ტრენინგი. პირველი ტრენინგი ჩატარდა ლაგოდეხში, რომლის სამიზნე ჯგუფი იყო სამოქალაქო სექტორი. მეორე ტრენინგი განკუთვნილია კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ხოლო მესამე კი ჟურნალისტებისთვის. შეხვედრების თემას სამოქალაქო მონიტორინგი და სამოქალაქო ინტერესთა დაცვა წარმოადგენს. ვფიქრობთ, აღნიშნული ტრენინგები მნიშვნელოვნად დაეხმარება აქტიურ ადამიანებს, რათა მათ შეძლონ  ადგილობრივი ბიუჯეტის მინიტორინგი, საკუთარი ინტერესების დაცვა და ამ მხრივ უნარ–ჩვევების განვითარება".




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)