თბილისი. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი" (N4ED) ფარგლებში, კონფერენცია თემაზე - „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება" გაიმართა.
„ღონისძიების მონაწილეებმა თვითმმართველობაში საქმიანობის შეფასებისა და თვითშეფასების მექანიზმების დანერგვაზე, მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და მოქალაქეთა ჩართულობის იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს, რომელიც საქართველოს სამოცდაოთხივე მუნიციპალიტეტში განხორციელდება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში