აჭარა. 30 სექტემბერს, შუახევის მუნიციპალიტეტში ფერების ფესტივალი გაიმართა, რომელიც შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის სამსახურის ინიციატივით ჩატარდა.
„ფესტივალი ფერადი კონცერტების სერიის ფარგლებში ჩატარდა. შუახევის კულტურის ცენტრის ეზოში მოწყობილ სცენაზე მომღერალი, იქსფაქტორის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილე მალიბუ, ბენდი „ერთად" და ადგილობრივი შემსრულებლები გამოდიოდნენ.
მულტიკულტურული ბენდი „ერთად" შუახევის მუნიციპალიტეტში უკვე მეორედ წარსდგა საზოგადოების წინაშე", ნათქვამია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაცის ვებგვერდი სოციალურ ქსელში