სამეგრელო. 29 სექტემბერს, ასოციაცია „ათინათის” ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა ალექსანდრე გაბესკირიამ და ანა ცირდავამ ცენტრის ახალ წევრებს ჩაუტარეს ტრენინგი გუნდის შეკვრაზე.
ღონისძიება ორგანიზებულია „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" (PITA) ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ, მას საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG) ახორციელებს. სამეგრელოში პროექტს ასოციაცია „ათინათი” ახორციელებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში