en
ge

გამჭვირვალობა უწყებათშორის კომისიას ტოვებს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" უწყებათშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს – ამის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. „...ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და „ქართული ოცნების” ლიდერების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის აგრესიულმა რიტორიკამ გვაჩვენა, რომ ამ ფორმატში თანამშრომლობა აზრს კარგავს. ის უწყებები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა რეაგირებდნენ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე, თავად იყენებენ ამ რესურსს ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.  
აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ტოვებს უწყებათშორის კომისიას.  სამწუხაროა, რომ მმართველმა პარტიამ და  კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო პროფესიონალური, მიუკერძოებელი და ნდობაზე დამყარებული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სწორედ მმართველი პარტიის ლიდერებს და კომისიის თავმჯდომარეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და უწყებათშორის კომისიას, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები და შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც კამპანიურ სახეს იძენს და საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მომტანია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ–გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)