en
ge

ქართულ–გერმანული არქივი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე

ქართულ-გერმანული არქივის (german-georgian.archive.ge) პრეზენტაცია გაიმართება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. არქივი 2017 წელს შეიქმნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში გერმანიის საელჩოსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით. მისი მიზანია ხანგრძლივი და მრავალმხრივი ურთიერთობების დოკუმენტური, ისტორიული წყაროების სისტემატიზაცია, დაცვა და პოპულარიზაცია; საინტერესო საოჯახო კოლექციების, ფოტო-დოკუმენტებისა და ზეპირის ისტორიების გარდა, პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა ავტორის ბლოგებსა და ჩანაწერებს ქართულ-გერმანული ურთიერთობების განსხვავებულ ასპექტებზე. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შესაბამისი კვლევები და ის ღიაა აღნიშნული თემით დაინტერესებული პირებისა და ორგანიზაციებისათვის.
არქივის პრეზენტაცია გოეთე ინსტიტუტთან და ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართება 10 ოქტომბერს, 14.30, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. არქივზე მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „საქართველო–საბჭოთა წარსულის გააზრების" ფარგლებში, რომელსაც საბჭოთა კვლევის ლაბორატორია ახორციელებს.
წყარო: sovlab.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)