თბილისი. ვეხმაურებით „რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ფიზიკური შეურაცხყოფისა და პროფესიული საქმიანობის შესაძლო ხელშეშლასთან დაკავშირებით.
„ტელეკომპანია „რუსთავი 2”-სა და მისი ჟურნალისტების მიმართ ხშირია აგრესიული გამონათქვამები (https://bit.ly/2NzzXwu). ამ მხრივ განსაკუთრებით ხელისუფლების მაღალჩინოსნები და დეპუტატები გამოირჩევიან და ხშირად ეს გამონათქვამები სცილდება ეთიკის ჩარჩოებს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააკრიტიკოს ან არ მოეწონოს არხის სარედაქციო პოლიტიკა, ხელისუფლების პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს ქვეყანაში ჟურნალისტებისათვის საქმიანობის უსაფრთხო გარემოს შექმნა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს შეასრულონ კანონით ნაკისრი ვალდებულები და ასევე, თავი შეიკავონ კრიტიკული მედიისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ვერბალური თავდასხმისაგან, რადგან მსგავსი განცხადებები და დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ ძალადობის წახალისებას ახდენს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში