თბილისი. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის „კურიერის" გადამღები ჯგუფისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტს განცხადებით ეხმაურება.
„როგორც მედიაში გასული სიუჟეტიდან ირკვევა, მედიის წარმომადგენლები რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ. ვიდეომასალის გადაღების დროს კი, ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა „კურიერის" ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ”, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „მოვუწოდებთ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, კანონით გათვალისწინებული, დროული და ეფექტური რეაგირება მოახდინონ აღნიშნულ ფაქტზე, რათა მომავალში თავიდან იქნეს აცილებული ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლის შემთხვევები".
წყარო: https://gyla.ge