en
ge

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება

თბილისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია "რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მთავარი პროკურატურისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ 2018 წლის 10 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის, ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი”, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო ორგანოებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დანაშაულის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაემიჯნოს მედიაზე ძალადობას და უზრუნველყოს საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოდ მუშაობა".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)