en
ge

სასამართლომ დააკმაყოფილა ომბუდსმენის სარჩელი ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე

თბილისი. ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი, რომელიც ქობულეთში მდებარე მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დისკრიმინაციის აღმოფხვრის თაობაზე მისი რეკომენდაციის შეუსრულებლობას უკავშირდებოდა.
„კერძოდ, შპს „ქობულეთის წყალი" (რომელიც მუნიციპალური საწარმოა) და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია 2014 წლის შემდეგ არ უზრუნველყოფენ მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატისთვის წყალარინების (კანალიზაციის) მომსახურების გაწევას, რაც სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის საფუძველზე შექმნილი სპეციალური თანასწორობის მექანიზმის, მიერ დისკრიმინაციულ მოპყრობად შეფასდა და ადგილობრივ თვითმმართველობას სერვისის გაწევა და თანასწორობის საკითხებზე მისი თანამშრომლებისთვის საგანმანათლებლო-ინფორმაციული ღონისძიებების ჩატარება დაავალა. სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ დრომდე არ შეასრულა, რის გამოც კანონით დადგენილი წესით სახალხო დამცველმა მას სასამართლოში უჩივლა და სასამართლოს მერიისთვის მისი რეკომენდაციის შესრულების დავალდებულება მოსთხოვა", ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)