თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს ბლოგპოსტს: „რვა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის რეკლამები კანონდარღვევის ნიშნებს შეიცავს".
„ამ შემთხვევებში აშკარა იყო, რომ ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს უსასყიდლოდ აძლევდა გარკვეულ სარგებელს, რაც შემოწირულობას წარმოადგენს. ქართული კანონმდებლობით პოლიტიკურ პარტიებს აკრძალული აქვთ შემოწირულების განხორციელება. ჩვენი მიმართვის მიუხედავად, ასეთი რეკლამები ტელეარხებზე კვლავ გადის.
ჩვენი მონიტორინგის შედეგად იმავე კანონის დარღვევა გამოიკვეთა კიდევ ოთხი კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მხრიდან, რომლებიც მათთვის განკუთვნილ უფასო სარეკლამო დროს სხვა კანდიდატის სასარგებლო აგიტაციისთვის იყენებენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge