en
ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადება

თბილისი. „ხელისუფლება ვალდებულია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უსაფრთხო გარემო შეუქმნას", - ხაზს უსვამს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) განცხადებაში, რომელსაც დღეს ავრცელებს. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის მუქარის შემცველი პირადი შეტყობინების გაგზავნის ფაქტს ეხმაურება.
„13 ოქტომბერს კონკრეტული მოქალაქის მხრიდან ჩვენი აღმასრულებელი დირექტორის მისამართით გამოიგზავნა აგრესიული შეტყობინება, რომელიც ბილწსიტყვაობასთან ერთად, პირადი ანგარიშსწორების მუქარასაც შეიცავდა. ნიშანდობლივია, რომ მუქარის ავტორი ზუსტად იმავე ფრაზეოლოგიას იყენებს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, როცა ისინი „ფაშიზმის თანამონაწილეებად" მოიხსენია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)