en
ge

EMC დაღუპული სამხედრო მოსამსახურის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) დაღუპული სამხედრო მოსამსახურის, სერგო ჯიმშერაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ეხმაურება.
EMC მოუწოდებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას: „მიანიჭოს სერგო ჯიმშერაშვილის ოჯახის ერთ-ერთ წევრს დაზარალებულის სტატუსი; გამოძიება წარიმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების პოლიციის თანამშრომელთა, ასევე მათი ხელმძღვანელი პირების შესაძლო პასუხისმგებლობის სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით. საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეთა მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა; გამოძიებამ სრულყოფილად შეისწავლოს სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების საქმეზე სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა ქმედებების კანონიერება, ასევე დადგინდეს, სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაგვიანებით დაწყებით დაინტერესებული ყველა შესაძლო სამოქალაქო და სამხედრო პირის ვინაობა".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)