თბილისი. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (GDI) მრავალფეროვნების სახეების ფარგლებში, აქვეყნებს შრილანკელი ტარაკა შრინათა დუნუვილანის ვიდეოინტერვიუს.
„ის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და საქართველოში ცხოვრობს. ვიდეოში თარაში გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ქართულ კულტურაზე, სტუმართმოყვარეობაზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში მცხოვრებ უცხოელებს სახელმწიფო პოლიტიკისა და ზოგჯერ ქსენოფობიური განწყობების გამო ექმნებათ”, ნათქვამია მრავალფეროვნების სახეების ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში