აჭარა. 19 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო
განვითარების სააგენტოს ფასილიტაციით
გაიმართა „სამოქალაქო
საზოგადოების რეგიონული ქსელის” წევრი ორგანიზაციების სამუშაო შეხვედრა, რომლის
დროსაც განიხილეს მიმდინარე
და აქტუალური საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხები და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების
პროცესებში მონაწილეობის პერსპექტივები.
დისკუსიასთან
ერთად შეხვედრაზე მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ერთად იმსჯელეს საკუთარი
საქმიანობის წარმოჩენის გაუმჯობესებისა და მედიასთან ეფექტიანი ურთიერთობის
ჩამოყალიბების საკითხებზე. შეხვედრები 13 მარტს დაიწყო და საქართველოს
თითქმის ყველა რეგიონში ჩატარდა და მასში ორმოცდაათამდე რეგიონალურმა ორგანიზაციამ
მიიღო მონაწილეობა.