თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა" (EMC), „კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალის" დაწყებამდე, გააკეთა განმარტებები, მცენარე კანაფისა და მარიხუანას რეგულირების სამართლებრივი რეჟიმის თაობაზე.
„ღონისძიების აღწერაში დაზუსტებული არ არის კონკრეტულად რა აქტივობები იგეგმება ფესტივალის ფარგლებში. ამავე აღწერაში, სამწუხაროდ, დეტალურად და ზუსტად ასევე არ არის გადმოცემული მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც ბოლო წლების მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ საკმაოდ ხისტი რჩება. სათანადო ინფორმაციის არქონამ, შეიძლება ფესტივალზე მისულ ადამიანებს გაუთვალისწინებელი სამართლებრივი პრობლემები შეუქმნას", - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი