თბილისი. 28 ოქტომბერს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" საპრეზიდენტო არჩევნებს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწევს მონიტორინგს.
ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც მიადევნებს თვალს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში