თბილისი. ჟურნალისტური
ეთიკის ქარტიამ ახალი პროექტი დაიწყო – „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრი". 19 მარტს
სასწავლო ცენტრში პირველი ლექცია იურისტმა თამარ გურჩიანმა წაიკითხა. იგი
სამოქალაქო საზოგადოებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენას, მათი შექმნი სა
და ჩამოყალიბების თავისებურებებს ეძღვნებოდა.
შეხვედრაზე გურჩიანმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობის ამსახველი სხვადასხვა წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო.
ლექციაზე, რომელმაც 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, სტუდენტებმა საზოგადოებისათვის არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმისაწვდომობაზეც იმსჯელეს. განიხილეს მედიის როლი არასამთავრობოების პოპულარიზაციაში.
ლექციას „ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრის" სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები და ამ საკითხებით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.