თბილისი. 23 ოქტომბერს, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ანგარიშის პრეზენტაცია – „ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულება შშმ პირთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად" გამართა, რომელიც დისკრიმინაციის მიმართულებით 2017-2018 წლებში ორგანიზაციის მუშაობის შედეგებს ასახავს.
PHR-ის წარმომადგენლებმა იმ ხარვეზებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს, რასაც ორგანიზაცია ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისას აწყდებიან. აუდიტორიას გააცნეს როგორც საერთო სასამართლოებში არსებული საქმეები, ასევე საქმეები, რომლებთან მიმართებითაც საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია ან დისკრიმინაციის წამახალისებლად მიიჩნია.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com