თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) შინაგან საქმეთა სამინისტროში მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ამოქმედებას ეხმაურება.
„საპოლიციო სისტემის რეფორმის ერთ-ერთ კომპონენტად შინაგან საქმეთა სამინისტრო დანაშაულის პრევენციის მოდელის ცვლილებას ასახელებს. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ახალი რგოლის - მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელმაც საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი”, - ვკითხულობთ განცხადებაში, - „რეფორმის სწორი და საფუძვლიანი განხორციელების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება საპოლიციო პრაქტიკების მნიშვნელოვანი ცვლილება და პოლიციის მუშაობაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ხედვის გაძლიერება".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი