თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარმოადგინა.
გრძელვადიან წინასაარჩევნო დაკვირვებას, ორგანიზაცია, ა/წ 1 აგვისტოდან ახორციელებს. 10 აგვისტოდან მონიტორინგში ჩართულია ორგანიზაციის 70-მდე გრძელვადიანი დამკვირვებელი მთელი საქართველოს მასშტაბით. მონიტორინგი ხორციელდება შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" (NED) მხარდაჭერით. წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში მოიცავს, ძირითადად, 1-დან 24 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, აგრეთვე ცალკეულ ისეთ მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ოქტომბრამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა ან მათ შესახებ მონიტორინგის პერიოდში გახდა ცნობილი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი