en
ge

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსება - შუალედური ანგარიში

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" (TI), 2018 წლის 1 აგვისტოდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსების შესწავლისას გაკეთებული მიგნებები გამოაქვეყნა.
ამ მიგნებების საფუძველზე, TI მიიჩნევს, რომ: „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მაღალი რისკის შემცველი შემოწირულებების იდენტიფიცირების საკითხს. საჭიროა, ასეთი შემოწირულებების მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესწავლა, რათა გაიზარდოს ამ უწყების მუშაობის ეფექტურობა და მის მიმართ საზოგადოების ნდობა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს პოლიტიკური პარტიების შესაძლებლობების გაძლიერებას ფინანსური ანგარიშგებების შევსების კუთხით. ასევე, უფრო მეტად უნდა ჩაუღრმავდეს დეკლარაციების შინაარსს (განსაკუთრებით ხარჯების ნაწილს) და საჭიროების შემთხვევაში უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები; სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ასევე, უნდა დაინტერესდეს შრომის ანაზღაურებაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაწეული ხარჯებით და შეისწავლოს, რამდენად სარწმუნოა მის მიერ წარდგენილ დეკლარაციებში მოცემული რიცხვები".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)