თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები ზაზა სარალიძის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, ზაზა სარალიძის ქმედება შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ ადამიანის უფლებების უხეში და განგრძობითი დარღვევის გამოძახილია.
„ზაზა სარალიძის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ საქართველოს პარლამენტის წინ მრავალდღიანი მშვიდობიანი პროტესტის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კანონი „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ, როცა აქციის მონაწილეებს არ მისცა მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის ან/და სხვა კონსტრუქციის მოწყობის უფლება. სწორედ საქართველოს შსს-ს წარმომადგენლების მიერ კანონის დარღვევას მოჰყვა დღეს ძალადობის ესკალაცია", - ვკითხულობთ ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge